Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიღება რეზიდენტურაში

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025- 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის მაძიებელთა პროგრამაზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,   55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული    საჯარო    სამართლის    იურიდიული    პირის        – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ   ბრძანების   ,,რეზიდენტურის   ალტერნატიულ   დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და  იმ  სამედიცინო  დაწესებულებების  ან/და  სასწავლებლების  აკრედიტაციის კრიტერიუმების და  წესის დამტკიცების  შესახებ,     რომლებშიც შესაძლებელია   დიპლომისშემდგომი განათლების  (პროფესიული  მზადების)  კურსის გავლა“, ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების  შესახებ“  თსუ  რექტორის    2010 წლის    13 სექტემბრის  №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის   ალტერნატიული  დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების   (პროფესიული    მზადების)   სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს   აკადემიური   საბჭოს  2013 წლის  15 ივლისის   №84/2013   წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2025 წლის 03  სექტემბრის  №21502/32 წარდგინების საფუძველზე,
 

ვბრძანებ:

 

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე:

1.1.   უროლოგია -  1 რეზიდენტი
1.2.   რეპროდუქტოლოგია - 2 რეზიდენტი
1.3.  ოფთალმოლოგია-  1 რეზიდენტი

2. რეზიდენტურის  ალტერნატიული  დიპლომისშემდგომი  განათლების  (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა    პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

2.1. საბუთების მიღება – 15-19 სექტემბერი;
2.2. გასაუბრება – 22 სექტემბერი;
2.3. შედეგების გამოცხადება - 23 სექტემბერი.

3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.
 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: 

ა) განცხადება    რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირცხვის შესახებ (თანდართული ფორმის მიხედვით);
ბ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და შესაბამისი ცნობა;
გ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.

 

საბუთების მიღება - მისამართი: ბელიაშვილის N78, თსუ მედიცინის ფაკულტეტი, მე-3 სართული ოთახი N323. 09:00 - 18:00.  (599 22 00 97)

თარიღი: 09/09/2025